უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სლოვაკური წარმოების მერვე თვითმავალი ჰაუბიცა მიიღო. მათივე ცნობით, უკრიანამ ჰაუბიცები სვლობაკეთთან გასული წლის ივნისში დადებული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების საფუძველზე მიიღო.
როგორც ცნობილია, სახელმწიფო სააქციო საზოგადოება „კონსტრუქტა დეფენსი“ (Konstrukta-Defens) უკრაინისთვის კიდევ 16 ერთეულ ამ ტიპის აღჭურვილობას დაამზადებს, რომელსაც ერთობლივად დააფინანსებენ დანია, გერმანია და ნორვეგია.