საქართველოს 7-კაცა 2023 წლის ევროპულ თამაშებზე, პოლონეთში იასპარეზებს.
ნაახალწლევს რაგბი ევროპამ დაადასტურა, რომ რაგბი7 ოფიციალურად გახდა ევროპული თამაშების ნაწილი, რომლის ორგანიზატორი ევროპის ოლიმპიური კომიტეტია.ევროპული თამაშები 2015 წლიდან იმართება და 4 წელიწადში ერთხელ ტარდება. წელს მესამე თამაშებს პოლონეთი, კრაკოვი მასპინძლობს და მასში ევროპის 48 ქვეყნის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას, მედლები კი სპორტის 26 სახეობაში გათამაშდება.
წლევანდელი ევროპული თამაშები რაგბისთვის სადებიუტოა. მასში 12 კაცთა და ქალთა გუნდი მიიღებს მონაწილეობას. ისინი ევროპის ჩემპიონატისა და ალაფას შედეგების მიხედვით შეირჩნენ და ოქროს მედალოსნები, როგორც კაცთა, ასევე ქალთა ტურნირში, 2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშების საგზურს მიიღებს.
კაცთა ტურნირში საქართველოს 7-კაცასთან ერთად ბელგიის, ჩეხეთის, ესპანეთის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, ირლანდიის, იტალიის, ლიეტუვას, პოლონეთის, პორტუგალიისა და რუმინეთის ნაკრებები მიიღებენ მონაწილეობას.
ქალთა ტურნირში ბელგიის, ჩეხეთის, ესპანეთის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, ირლანდიის, იტალიის, პოლონეთის, პორტუგალიის, რუმინეთის, შვედეთისა და თურქეთის ნაკრებები ითამაშებენ.
კრაკოვი ევროპულ თამაშებს 21 ივნისიდან 2 ივლისამდე მასპინძლობს, 7-კაცა რაგბის თამაშები კი 25-27 ივლისს გაიმართება.