ლოს ანჯელეს ლეიკერსმა ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ლიგაში ფილადელფია სიქსერსთან მორიგი შეხვედრა გამართა და დაძაბულ ბრძოლაში 112:113 დამარცხდა. მიუხედავად მატჩის შედეგისა ლებრონ ჯეიმსისთვის ეს თამაში ისტორიული აღმოჩნდა. ლეგენდარულმა კალათბურთელმა 35 ქულა ჩააგდო და გახდა ისტორიაში მეორე კალათბურთელი, რომელმაც 38 000 იან ნიშნულს გადააბიჯა. აქამდე ეს მხოლოდ ქარიმ აბდულ ჯაბარს ჰქონდა გაკეთებული, რომელსაც ჯამში 38 387 ქულა აქვს კარიერაში. რაც შეეხება ლებრონ ჯეიმსს მას უკვე 28 024 ქულა აქვს აქედან გამომდინარე ვეტერან კალათბურთელს აქვს შანსი რეკორდი მიმდინარე სეზონშივე მოხსნას.
ლებრონი აღნიშნულ შეხვედრაში 35 ქულის გარდა 10 ასისტითა და 8 მოხსნით დაეხმარა. ლეიკერსს ზედიზედ სამი მარცხი დაუგროვდა, მანამდე კი 5 მატჩი ჰქონდა მოგებული, ამ მომენტისათვის ლებრონის გუნდი პლეიო ოფის ზონაში არ არის.