სალომე ზურაბიშვილი - ბუბა კიკაბიძის შემოქმედებამ და ხელოვნებამ განსაკუთრებული კვალი დატოვა მრავალრიცხოვან თაყვანისმცემელთა გულებში - Palitra News

სალომე ზურაბიშვილი - ბუბა კიკაბიძის შემოქმედებამ და ხელოვნებამ განსაკუთრებული კვალი დატოვა მრავალრიცხოვან თაყვანისმცემელთა გულებში

2023-01-17 09:12:43+04:00

მწუხარებას გამოვთქვამ ქართული კულტურის სახელოვანი მოღვაწის ბუბა კიკაბიძის გარდაცვალების გამო, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს, მისმა შემოქმედებამ და ხელოვნებამ განსაკუთრებული კვალი დატოვა მრავალრიცხოვან თაყვანისმცემელთა გულებში.

„ვუსამძიმრებ მის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს“,- დაწერა სალომე ზურაბიშვილმა Facebook-ზე.