გელათის მამათა მონასტერში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაშავებული არქიმანდრიტი იოსებ ბურჯანაძე შოკური მდგომარეობიდან გამოსულია და მკურნალობას აგრძელებს. ამის შესახებ ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე იუწყება.
ხანძარი მონასტერში სტუმრებისთვის გამოყოფილ სენაკში ბუხრიდან გაჩნდა. არქიმანდრიტი ხანძრის ჩაქრობას ცდილობდა, რა დროსაც ცეცხლი მის სამოსს მოედო. სასულიერო პირი საავადმყოფოშ მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს.