ჟურნალისტებისა და ოპერატორების, მათ შორის ლექსო ლაშქარავას მიმართ ფიზიკურ ძალადობაში მსჯავრდებულებისთვის სააპელაციო სასამართლოს მიერ სასჯელის შემცირებას ოპოზიციაში აკრიტიკებენ.
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის გიორგი ვაშაძის შეფასებით, აღნიშნულ თემაზე გამოძიება შესაბამისად არ წარიმართა და არ დასჯილან დამნაშავეებიც.
რაც შეეხება მმართველ გუნდს, ისინი ემიჯნებიან ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ყოველგვარ ძალადობას, თუმცა ამავდროულად ნდობას უცხადებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.