მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ სასამართლო პროცესს პოლიტიკურ სპექტრში კიდევ ეხმაურებიან. "სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე მიიჩნევს, რომ პროცესი მაქსიმალურად გაჭიანურდება. მისი თქმით, "ქართული ოცნების" დღევანდელი განცხადებები პირდაპირ მიუთითებს მათი მხრიდან შურისძიებაზე.
მიხეილ სააკაშვილის სასმართლო პროცესის მიმდინარეობას აფასებენ მმართველ გუნდშიც. ირაკლი ზარქუას თქმით, სასამართლო ყოველგვარი პოლიტიკური გავლენებისგან შორს არის, ამრიგად, გადაწყვეტილების მიღება სრულად ეკისრება მოსამართლეს.