მიხეილ სააკაშვილი მზად არის, დღეს ჩანიშნულ სასამართლო პროცესში მონაწილეობა მიიღოს. ამის შესახებ გიული ალასანიამ ექსპრეზიდენტის მონახულების შემდეგ განაცხადა. მისივე განმარტებით, ექსპრეზიდენტი პროცესში მონაწილეობის სურვილს გამოხატავს, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით შესაძლოა ვერ მოახერხოს. მანვე აღნიშნა, რომ ექპრეზიდენტის წონაში კლება გრძელდება და რეგულარულად აღენიშნება ტემპერატურა.