ჯანდაცვის მინისტრის, განცხადებით, 2026 წლისთვის იგეგმება, რომ ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტების მედიკამენტების ღირებულების 90%-მდე სახელმწიფომ აანაზღაუროს. ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დაწესების და შესაბამისი რეგულაციების ამოქმედების შემდეგ, თუ იქნება ცალკეული კომპანიების მხრიდან მიზანმიმართული საბოტაჟის მცდელობა, ამაზე უწყებას შესაბამისი რეაგირება ექნება.