მოძრაობა ხალხის ძალა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით აცხადებს რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დასავლელმა მხარდამჭერებმა ბოლო პერიოდში საუბარი დაიწყეს იმაზე რომ თუ კი მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმდება ან ფატალურად დასრულდება, პასუხისმგებლობა საქართველოს მთავრობას დაეკისრება. გარდა ამისა, ხალხის ძალა აღნიშნული პირებისგან, ექს პრეზიდენტის შესაძლო ლიკვიდაციის გეგმაზეც საუბრობს.