გელათის მონასტრის წინამძღვარი, იოსებ ბურჯანაძე, რომელმაც კელიაში გაჩენილი ხანძრის დროს, სხეულზე დამწვრობა მიიღო, კლინიკაშია გადაყვანილი.
უცნობია ხანძრის გაჩენის მიზეზი, თუმცა არსებული ინფორმაციით, წინამძღვარმა სხეულზე 50%-იანი დამწვრობა მიიღო. მას კლინიკაში სათანადო მკურნალობა უტარდება.
ხანძრის შედეგად დაიწვა კელიის ნაწილი.