დნიპროში რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა, მათ შორის 3 ბავშვია - Palitra News

დნიპროში რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა, მათ შორის 3 ბავშვია

2023-01-16 16:53:39+04:00

უკრაინის ქალაქ დნიპროში რუსული ძალების მიერ 14 იანვარს განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 40-მდე გაიზარდა. ინფორმაციას უკრაინული მედია დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციასა და უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 16 იანვრის ადგილობრივი დროით 13:00 საათის მონაცემებით, მაშველებმა 39 ადამიანი გადაარჩინეს, დაიღუპა 40 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი და დაშავდა 75 ადამიანი, მათ შორის 14 ბავშვი.

შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა დნიპროში, მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსზე სარაკეტო თავდასხმა 14 იანვარს განახორციელეს.