ცნობილი ამერიკელი მწერლის, ჯუდი ბლუმის, ერთ-ერთ რომანზე აქ ხარ, ღმერთო? ეს მე ვარ მარგარეტი ფილმს იღებენ. პოპულარული წიგნი მე-6 კლასელი მარგარეტისა და მისი მეგობრების შესახებ გვიყვება, რომლებიც ერთად აკეთებენ მკერდის გასაზრდელ სავარჯიშოებს და ახალგაზრდა მკითხველისთვის განსაკუთრებით საინტერესო უამრავ საკითხზე საუბრობენ. ჯუდი ბლუმის თქმით, მისი ნაწარმოებებიდან მისთვის ყველაზე ახლობელი სწორედ ეს წიგნია, რომლის პირველი მონახაზი სულ რაღაც ექვს კვირაში დაწერა. რომანი 1970 წელს გამოქვეყნდა და უკვე 50 წელია, რაც საოცარ პოპულარობას ინარჩუნებს მკითხველში.
თუკი ოდესმე გიფიქრიათ, რატომ უფრო ადრე არ გადაიღეს ასეთ ნაწარმოებზე ფილმი, როგორც აღმოჩნდა, ჯუდი ბლუმს თავად არ სურდა, ეს მომხდარიყო."ჩემს ფილმების აგენტს ვუთხარი, შეგიძლია, სცადო ჩემი წიგნების გაყიდვა, ოღონდ მარგარეტის — არა. მარგარეტის არავითარ შემთხვევაში," — განაცხადა მწერალმა.ჯუდი ბლუმი საბოლოოდ ფრემონ კრეიგის წერილმა გადაარწმუნა, რომელიც ცნობილი ფილმის, თითქმის ჩვიდმეტის, შემქმნელია. მისი დამსახურებით, უკვე 28 აპრილს შეგვიძლია, ვნახოთ აქ ხარ ღმერთო? მე ვარ მარგარეტი დიდ ეკრანზე.
ფილმში მონაწილეობას იღებენ ისეთი ცნობილი მსახიობები, როგორიც რეიჩელ მაკადამსი და კეტი ბეიტსი არიან. მსახიობები მარგარეტის დედისა და ბებიის როლს მოირგებენ.