აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინული ძალების გაფართოებული, უფრო დახვეწილი საწვრთნელი პროგრამა დაიწყო, რომლის მიზანია გააძლიეროს უკრაინის შესაძლებლობა, რათა ქვეყანამ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორია დაიბრუნოს, - ამის შესახებ აშშ-ის გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელმა, გენერალმა მარკ მილიმ განაცხადა.
მისი თქმით, სწავლება კვირას გერმანიაში, გრაფენვიორის საწვრთნელ ბაზაზე დაიწყო.
„ჩვენ გვინდა, რომ უკრაინელებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, წარმატებით დაიცვან თავიანთი ქვეყანა. უკრაინა მხოლოდ და მხოლოდ თავს იცავს და ცდილობს გაათავისუფლონ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორია“, - აღნიშნა გენერალმა მარკ მილიმ.
მისი თქმით, წვრთნები რამდენიმე კვირის განმავლობაში გაგრძელდება.
”ამას გარკვეული დრო დასჭირდება. ხუთი, ექვსი, შვიდი, რვა კვირა, არავინ იცის. ვნახოთ, რა მოხდება. მაგრამ კრიტიკულობის თვალსაზრისით, ამ წვრთნების საჭიროება ახლავე არსებობს“, - აღნიშნა გენერალმა მარკ მილიმ.