რუსულმა ძალებმა კუპიანსკი დაბომბეს - Palitra News

რუსულმა ძალებმა კუპიანსკი დაბომბეს

2023-01-16 15:24:00+04:00

რუსულმა ძალებმა ხარკოვის ოლქის ქალაქი კუპიანსკი დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა, - ამის შესახებ ხარკოვის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა.

„კუპიანსკის დაბომბვის შედეგად დაშავდა ორი ადამიანი: 41 წლის მამაკაცი და 65 წლის ქალი. მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ქალს საჭირო სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწიეს“, - განაცხადა სინეგუბოვმა.

მისი თქმით, თავდასხმის შედეგად დაზიანდა კერძო სახლი და საცხოვრებელი კორპუსი.