ყვარლის "ევროკლუბში", სადაც "ამერიკული კუთხეც" ფუნქციონირებს, ლევან ბერძენიშვილს 15 იანვარს ლექციის ჩატარების საშუალება არ მისცეს. ოპოზიციურმა პარტიებმა საგამოძიებო სამსახურს და შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმის გამოძიებისკენ მოუწოდეს. მათი განმარტებით, ლევან ბერძენიშვილს კონსტიტუციით გათვალისწინებული გადაადგილების უფლება შეეზღუდა, რაზეც გამოძიებას სწორი და ადეკვატური რეაგირება უნდა ჰქონდეს.