მიხეილ სააკაშვილი ადვოკატმა და გიული ალასანიამ მოინახულეს. ადვოკატის განცხადებით, ექსპერტებმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება დაადასტურეს. ვალერი გელბახიანი განმარტავს, რომ თუ ექსპრეზიდენტი არ გათავისუფლდება, შესაძლოა დადგეს ფატალური შედეგი, რაზეც პასუხისმგებლობა მმართველმა პარტიამ უნდა აიღოს.
გიული ალასანიას განცხადებით, სააკაშვილის ლიკვიდაციის მცდელობა უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. მისივე თქმით, ექსპრეზიდენტი მოწამლეს და ახლა, ამ ყველაფრის მიმალვას ცდილობენ.