მოძრაობა „ხალხის ძალა“ ხელისუფლებას მოუწოდებს, გამოიჩინოს მაქსიმალური სიფრთხილე, რათა სააკაშვილის "პატრონებს" არცერთი გეგმის განხორციელების შესაძლებლობა არ მიეცეთ. "ხალხის ძალის" განმარტებით, სააკაშვილი თავის პატრონებს ციხეში მისი შესაძლო სიკვდილის თემით აშანტაჟებს.
როგორც ხალხის ძალის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სააკაშვილი პატრონებს ემუქრება, რომ 2008 წლის ომთან დაკავშირებით არა მხოლოდ ყველაფერს მოჰყვება, არამედ შესაბამის მტკიცებულებებსაც გაასაჯაროებს.
პატრონები კი თავის მხრივ სააკაშვილის გასათავისუფლებლად ყველაფერს იღონებენ.