დინამო თბილისმა თურქეთის ქალაქ ანტალიაში ეროვნული ლიგისთვის მზადება დაიწყო, სადაც პირველი შეხვედრა უკრაინის ჩემპიონატის ლიდერთან დნიპრო 1 თან გამართა და მატჩი ფრედ 3:3 დასრულდა.
შეხვედრის სტარტი საქართველოს მოქმედი ჩემპიონისთვის გამოდგა იღბლიანი, მეორე წუთზე გიორგი მოისწრაფიშვილმა ანგარიში გახსნა, დინამოელებმა ბურთი კარგად გაათამაშეს, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელმა კი საჯარიმოს გარედან ზუსტად დაარტყა და პირველი გოლი გაიტანა. 5 წუთში თორნიკე კირკიტაძემ ანგარიში ორამდე გაზარდა, სწრაფ კონტრ შეტევას ფლანგის შემტევმა ალღო კარგად აუღო და შესანიშნავად დაასრულა შეტევა. ტაიმის მიწურულს დინამოელებმა ერთბაშად 3 გოლი გაუშვეს, გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა რამდენიმე შეცდომა დაუშვეს, რითაც უკრაინელებმა ისარგებლეს.
მეორე ტაიმში თბილისელთა შემადგენლობა თითქმის მთლიანად შეცვალა და შეხვედრა მეტად ტაქტიკური გახდა, მაგრამ დინამომ ანგარიშის გათანაბრება მაინც მოახერხა, 74-ე წუთზე გათამაშებული საჯარიმოს შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალგაზრდა ნახევარმცველმა ანრი მექვაბრიშვილმა საოცარი სილამაზის დარტყმით დნიპროს კარი მესამედ აიღო.
შეგახსენებთ, რომ დინამო თბილისი შეკრებას ორ ეტაპად გაივლის, სადაც ძირითადი დრო ფიზიკურ და ტაქტიკურ მომზადებას დაეთმობა. პირველ ნაწილში კიდევ ორი შეხვედრაა დაგეგმილი 18 იანვარს ქართველების პლოვდივის ლოკომოტივს გაეჯიბრებიან, ხოლო 22 იანვარს ბელგრადის ცრვენა ზვეზრდას.