ტუნისში მიმდინარე გრანდ პრი 29 წლის სანდრო ბაზაძისთვის ისტორიული გამოდგა, ქართველმა მოფარიკავენ ამ რანგის ტურნირის მოგება ისტორიაში პირველად მოახერხა. ფარიკაობაში გრანდ პრი პრესტიჟულობით ოლიმპიადისა და მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ არის. ბაზაძემ ჯამში 6 შეხვედრაში შეძლო გამარჯვება. პირველ ეტაპზე მან რუმინელი მატეი ჩიდუ 15:3 დაამარცხა, შემდეგ იაპონელი კენტო იოშიდა 15:14, ამას გერმანელ რაულ ბონაჰისთან 15:13 და მატიას შაბოსთან 15 :13 გამარჯვება მოყვა, ხოლო ნახევარ ფინალში სანდრომ უნგრელი ანდრაშ სატრამის 15:12 აჯობა. ქართველი მოფარიკავის მეტოქე ფინალში ტოკიოს ოლიპმიადის ვერცხლის მედალოსანი იტალიელი ლუიკი სამელე იყო, რომელსაც მარტივად 15:8 მოიგო და ოქროს მედალი მოიპოვა. ბაზაძისთვის ეს გრანდ პრიზე მოპოვებული მეოთხე მედალია, წინა წელს სანდრო ფინალში ოლიპიურ ჩემპიონ უნგრელ აარონ სილაგისთან დამარცხდა, ხოლო მანამდე ბრინჯაოს მედალს ორჯერ დაეუფლა.