"სამაშველო ოპერაცია გაგრძელდება მანამ, სანამ სიცოცხლის გადარჩენის უმცირესი შანსი მაინც არსებობს" - ვოლოდიმირ ზელენსკი ქალაქ დნიპროში რუსეთის მიერ მშვიდობიანი მოქალაქეების საცხოვრებელ შენობაზე სარაკეტო თავდასხმის შესახებ კომენტარს აკეთებს.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს, 30-ზე მეტი ადამიანის ბედი კი, რომლებიც შესაძლოა სარაკეტო იერიშისას შენობაში ყოფილიყვნენ, ჯერ კიდევ უცნობია. მისივე თქმით, თავდასხმის შემდეგ უკრაინამ ბევრი ლიდერისგან და რიგითი მოქალაქეებისგან მოისმინა სამძიმარი, რისთვისაც მათ მადლობას უხდის.