სატელევიზიო შოუები და ფილმები ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა — ისინი განტვირთვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, როცა დამღლელი დღის შემდეგ საკუთარ ყოველდღიურობაზე ფიქრიც კი გღლის. ამას ადასტურებს საფრანგეთში ჩატარებული კვლევაც, რომლის მიხედვითაც, ადამიანები ყოველდღიურად საშუალოდ 3 საათსა და 46 წუთს უთმობენ ტელევიზორის ყურებას.
ფილმებისა და სერიალებისადმი ასეთი გატაცება იქცა CANAL+-ის ახალი კამპანიის შთაგონებადაც. ამ უკანასკნელში ასახულია, რამდენად აქტიურად არიან ადამიანები ჩართულები საყვარელ სატელევიზიო შოუებში და როგორ უჭირთ „როლიდან გამოსვლა“.