"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ შიდაპარტიულ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 48 საათში 7 173 ამომრჩეველი დარეგისტრირდა.
მისივე ინფორმაციით, რეგისტრაცია გრძელდება 26 იანვრის 10:00 საათამდე.
"უზრუნველყოფილია რეგისტრირებულ ამომრჩეველთა სიისა და ხმის ფარულობა, რაც ნიშნავს, რომ არავის ექნება ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა არჩევანი გააკეთა ამომრჩეველმა (ვის მისცა ხმა).
თავმჯდომარის არჩევნები, უშუალოდ ხმის მიცემა დაიწყება: 28 იანვრის 10:00 სთ-ზე და დასრულდება 30 იანვრის 10:00 სთ-ზე",- ნათქვამია ნიკა მელიაა "ფეისბუქზე" გავრცელებულ განცხადებაში.