უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძის გარდაცვალებას ეხმაურება.
როგორც ზელენსკი წერს, ის იყო დიდებული ხალხის, დიდებული ადამიანი.
„ვახტანგ კიკაბიძე. მეგობარი, რომელიც ყოველთვის ჩვენთან იყო. დიდებული ხალხის დიდებული ადამიანი. ლეგენდა, რომელსაც ყველა ვხედავით.
ნათელი ხსოვნა ხელოვანს და სამძიმარი მის ახლობლებს“,- წერს ზელენსკი.
ქართველი კინომსახიობი, საესტრადო მომღერალი, სცენარისტი, კინორეჟისორი, სიმღერების ავტორი ბუბა (ვახტანგ) კიკაბიძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.