გამოჩენილი ქართველი მუსიკოსისა და მსახიობის, ბუბა კიკაბიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი. სამძიმრის წერილში მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნის მრავალი თაობისათვის კიკაბიძის, როგორც მსახიობის, სახელი დაკავშირებულია არაერთ საყვარელ პერსონაჟთან, რომლებმაც დროს გაუძლეს. ქართველი მსახიობის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს ურთდებიან სხვა პოლიტიკოსებიც, მათ შორის თბილისის მერი, კახა კალაძე და ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე.
ბუბა კიკაბიძის გარდაცვალების მწუხარებას გამოტქვამს საქართველოში უკრაინის საელჩო. განცხადებაში აღნიშნულია, რომ კიკბიძე უკრაინელი ხალხის დიდი მეგობარი იყო.