მესამე დღეა "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" შიდა არჩევნებისთვის ამომრჩევლების ონლაინ რეგისტრაცია მიმდინარეობს. ბოლო მონაცემებით, საკუთარი ფავორიტისთვის ხმის მიცემის სურვილი ამ ეტაპზე 3 ათასზე მეტმა ადამიანმა გამოთქვა. მხარდამჭერებს ფეისბუქის მეშვეობით რეგისტრაციის გავლა 26 იანვრის დილის 10 საათამდე შეეძლებათ. ხმის მიცემა კი 28 იანვარს დაიწყება და 48 საათის განმავლობაში გაგრძელდება. ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის პოსტისთვის 4 კანდიდატი იბრძვის, ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი მუმლაძე და ნონა მამულაშვილი.