რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა. ყველგან, სადაც მიდის, მას ნგრევა, სიკვდილი და განუზომელი ტანჯვა მოაქვს , - ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ განაცხადა. ლიეტუვის ლიდერი უკრაინის ქალაქ დნიპროში რუსეთის მიერ განხორციელებულ თავდასხმას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ყველა დამნაშავისთვის პასუხისმგებლობის დრო დადგება. ნაუსედა ისევ მკაფიოდ აღნიშნავს, რომ ლიეტუვა უკრაინის გვერდით დგას.