რუსეთის ძალებმა დნიპროში მრავალსართულიანი სახლი დაბომბეს, რის შედეგადაც 80-მდე ადამიანი დაშავდა, 17 კი დაიღუპა. დნიპროპეტროვსკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვალენტინ რეზნიჩენკოს თქმით, ადგილზე ამ დრომდე გრძელდება სამაშველო სამუშაოები. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ყველა ის პირი ვინც ამ უბედურებაზე არის პასუხისმგებელი ნაპოვნი და დასჯილი იქნება. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ანა მალიარი კი ამბობს, რომ უკრაინელი ჯარისკაცები მტრის უწყვეტ შეტევებს ამ დრომდე იგერიებენ.