უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-ლეიტენანტმა ალექსანდრე პავლიუკმა უკრაინელები გააფრთხილა, არ უგულებელყონ გამოცხადებული საჰაერო განგაში, რადგან, მისი თქმით, ოკუპანტების მხრიდან მასიური სარაკეტო დარტყმაა მოსალოდნელი.
უკრაინელი მედიის ინფორმაციით, ადგილობრივი დროით 12:50 საათისთვის განგაში გამოცხადდა სუმის, პოლტავას, ხარკოვის, დნეპროპეტროვსკის, დონეცკის, ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქებში.
შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა დღეს ხარკოვი და კიევი დაბომბეს. მათი თავდასხმის სამიზნე კვლავ კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები იყო.