ტრაგედია დატრიალდა ვაზისუბანში, სადაც ლიფტის შახტაში ჩავარდნის შედეგად ახალგაზრედა ცოლ-ქმარი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, უბედური შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ლიფტი გამოიძახეს, თუმცა, კარი ისე გაიხსნა, რომ ლიფტის კაბინა იმ სართულზე არ იყო. მამაკაცი შახტაში ჩავარდა, მის დახმარებას მეუღლე ცდილობდა, რა დროსაც ლიფტი დაიძრა და ორივე გარდაიცვალა.
გარდაცვლილები 35 წლამდე ასაკის ცოლ-ქმარი სარქისოვი არმენი და ვოსკანიანი არმინე არიან. მათ მცირეწლოვანი ბავშვი დარჩათ.
საკრებულოში ისნის მაჟორიტარო დეპუტატის, კახა ლაბუჩიძის განცხადებით, ვაზისუბანში, სადაც ლიფტის შახტაში ცოლ-ქმარი დაიღუპა, შემთხვევა, სავარაუდოდ, ლიფტის გაუმართაობის გამო მოხდა.
"ჩვენ გვაქვს ის ინფორმაცია რაც მოხდა. დიდი ტრაგედიაა, დაიღუპა ახალგაზრდა ცოლ-ქმარი. ველოდებით გამოძიებას, რომელიც მალე დასრულდება და ზუსტ მიზეზს გვეტყვის. არ ვიცი, ლიფტი მწყობრიდან იყო თუ არა გამოსული. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ მოხდა ლიფტის გაუმართაობის გამო. ის, ინფორმაცია რაც ვრცელდება, რომ თითქოს ლიფტთან დაკავშირებით გამგეობას მიმართეს ადგილობრივებმა და გამგეობის მხრიდან რეაგირება არ იყო, ტყუილია. აქ ოთხი სადარბაზოა და ამ კორპუსიდან არცერთი ლიფტის შეკეთებაზე, რეაბილიტაციაზე მომართვიანობა არ ყოფილა”, - აცხადებს კახა ლაბუჩიძე.
ისნის რაიონის გამგებლის, ნიკა ელისაშვილის განცხადებით, კორპუსის მოსახლეობას, სადაც რამდენიმე საათის წინ, უბედურ შემთხვევას ცოლ-ქმრის სიცოცხლე ემსხვერპლა, ლიფტის გაუმართაობასთან დაკავშირებით გამგეობისთვის მიმართული არ ჰქონია.
ელისაშვილის განმარტებითვე, კორპუსის „ამხანაგობისგან“გამგეობაში ბოლო განცხადება 2021 წელს არის შესული, სადაც ლიფტი არც კი არის ნახსენები...წაიკითხეთ სტატია სრულად