ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო უკრაინაში წარმომადგენლობას გაზრდის, რათა ქვეყანაში ბირთვული კატასტროფების პრევენციას ხელი შეუწყოს. სააგენტოს ოფიციალური განცხადების მიხედვით, უკრაინის ხუთივე ბირთვულ ობიექტში მას მუდმივი წარმომადგენლობა მალე ეყოლება. სააგენტოს ხელმძღვანელი რაფაელ გროსი საქმიანობის დასაწყებად უკრაინას მომავალ კვირას ეწვევა. ცნობისთვის, უკრაინის ერთ-ერთ ბირთვული ობიექტი- ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ამჟამად რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება.