რუსულმა ძალებმა კიევის წინააღმდეგ სარაკეტო დარტყმა განახორციელეს, - ინფორმაციას დედაქალაქის სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მოუწოდა უკრაინელებს, საჰაერო განგაში არ უგულებელყონ. ადმინისტრაციის ინფორმაციით, ოკუპანტებმა სამიზნედ ისევ ინფრასტრუქტურული ობიექტი აირჩიეს. მოგვიანებით კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ რუსულმა ძალებმა დედაქალაქის დნეპროვსკის რაიონი დაბომბეს. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. რუსულმა ძალებმა დღეს დაბომბეს ხარკოვიც.