თბილისში უბედურ შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა - Palitra News

თბილისში უბედურ შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

2023-01-14 14:58:13+04:00

ვაზისუბანში, ორი ადამიანი, ქალი და მამაკაცი, ლიფტის შახტაში ჩავარდნის შედეგად გარდაიცვალა. როგორც „პალიტრანიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევა დღეს მოხდა.

ადგილზე მისულმა მაშველებმა ლიფტის შახტიდან გარდაცვლილთა ცხედრები ამოიყვანეს.

„მაშველები უმოკლეს დროში გამოცხადდნენ ადგილზე და ორი ცხედარი ამოიყვანეს ლიფტის შახტიდან“, - განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.