უკრაინის მხრიდან მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლის ფაქტზე გამოძიების დაწყებას პოლიტიკურ სპექტრში აფასებენ. ხელისუფლების ოპონენტების ნაწილს მიაჩნია, რომ იმ შემთხვევეაში თუ მიხეილ სააკაშვილის მოწამვლის ფაქტი დადასტურდება, ისინი პირველები იქნებიან, იმ ადამიანებს შორის, რომლებიც პროტესტს დაიწყებენ. რაც შეეხება სააკაშვილის უფლებადამცველის პოზიციას, შალვა ხაჭაპურიძე მიიჩნევს, რომ უკრაინელების მიერ ჩატარებული გამოძიება დამნაშავებს გამოავლენს, და ინტერპოლის ჩართულობით მათი დაპატიმრება მოხდება.