საქართველოში დღეიდან გამოიდარებს. დედაქალაქსა და რეგიონებში, დღეიდან, უმეტესად, უნალექო ამინდია მოსალოდნელი. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ქარის სიჩქარე დასავლეთ საქართველოს უმეტეს რეგიონში დაიკლებს, ხოლო თოვა აღმოსავლეთ საქართველოში 14-ი იანვრის შემდეგ შეწყდება. 15 იანვრიდან ქარი ჩადგება და 20 იანვრამდე უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით დაბლობ რაიონებში +11, +16 გრადუსამდე მოიმატებს.