2022 წელს საქართველოს ექსპორტმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ოფიციალური მონაცემები სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა. უწყების ინფორმაციით, ექსპორტის მოცულობამ ხუთ მილიარდ დოლარს გადააჭარბა. საგარეო სავაჭრო ბრუნვის რაოდენობა კი 19 მილიარდზე მეტია. საგარეო ვაჭრობასა და ექსპორტის სარეკორდო მაჩვენებლებზე საუბრობენ მთავრობის ეკონომიკურ გუნდში. ამბობენ რომ ისტორიულ მაქსიმუმზე ასული ექსპორტი ქმნის მოლოდინს, რომ ქვეყნის ეკონომიკაში პოზიტიური დინამიკა მიმდინარე წელსაც შენარჩუნდება.