საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფინანსური ორგანიზაციებისთვის გამჭვირვალობის ახალი მოთხოვნები შეიმუშავა. ფინანსურმა ორგანიზაციამ მომხმარებელს უნდა მიაწოდოს სრულყოფილი ინფორმაცია როგორც კომბინირებული შეთავაზების, ისე ცალკეული საფინანსო პროდუქტის სარეალიზაციო ფასის შესახებ. როგორც ეროვნულ ბანკში განმარტავენ, ცვლილებით, მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, შეადარონ ერთი ან რამდენიმე ფინანსური ორგანიზაციის საფინანსო პროდუქტი.