ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, 15 იანვრიდან მედიკამენტებზე რეფერენტულ ფასებს განსაზღვრავენ. ზურაბ აზარაშვილის თქმით 15 თებერვლიდან ძალაში სრულად შევა და ყველა კომპანია, იმპორტიორი, დისტრიბუტორი თუ საცალო მოვაჭრე ვალდებული იქნება, რომ მაქსიმალური ზედა ზღვარი ამ ფასების მიხედვით დაადგინოს. მინისტრმა კონტროლისა და აღსრულების მექანიზმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეგულაციების დამრღვევებს სხვადასხვა ტიპის სანქციები დაუწესდებათ.