შედგება თუ არა ე.წ. სააკაშვილის სია, რომელზეც ამერიკელი და ევროპელი ადვოკატები მუშაობენ. მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველის განმარტებით, სიაში მხოლოდ ის ადამიანები იქნებიან შეყვანილი, რომლებზეც უტყუარი მტკიცებულეები არსებობს, რომ მათ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად საჭირო ღონისძიებები არ განახორციელეს. ხაჭაპურიძისგან განსხვავებით ოპოზიციის ნაწილს მიაჩნია, რომ აღნიშნული სია ვერანაირ შედეგს ვერ გამოიღებს, რადგან სააკაშვილის საკითხზე პოლიტიკური შეთანხმებაა საჭირო.