პოლონეთის სეიმის რეზოლუციას, რომელშიც დეპუტატები საქართველოს ხელისუფლებას მიმართავენ, მიხეილ სააკაშვილს გლობალური სტანდარტების დამაკმაყოფილებელი საჭირო მკურნალობა მიეცეს სააკაშვილის უფლებადამცველი შალვა ხაჭაპურიძე ეხმაურება. უფლებადამცველი მიიჩნევს, რომ მსგავსი ტიპის რეზოლუციები სამომავლოდ, არაერთ სახელმწიფოში იქნება მიღებული და ეს მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების საკითხში დიდ როლს შეასრულებს. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ მიხეილ სააკაშვილს მმართველი პარტია როგორც ინსტრუმენეტს ისე იყენებს და ამ გზით ოპოზიციაზე გავლენის მოხდენას ცდილობს.