სოლედარი კვლავ ომის ერთ-ერთი მთავარი ფრონტია. ოფიციალური რუსეთი ქალაქ სოლედარის სრულად დაკავების შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს. ბოლო დღეების განმავლობაში, რუსეთმა არაერთხელ განაცხადა, რომ ქალაქ სოლედარზე სრული კონტროლი მოიპოვა, ინფორმაციას ამ დრომდე არ ადასტურებს უკრაინის ოფიციალური უწყებები.