გორის სამხედრო ჰოსპიტლის ექიმი - სააკაშვილის ადვოკატების მხრიდან გაჟღერებული ბრალდებები 2021 წელს ჩატარებულ მკურნალობასთან დაკავშირებით საფუძველს მოკლებულია - რაღაც გაუგებარ სიაში ექიმების შეყვანა, დისკრედიტაციის მცდელობა - Palitra News

გორის სამხედრო ჰოსპიტლის ექიმი - სააკაშვილის ადვოკატების მხრიდან გაჟღერებული ბრალდებები 2021 წელს ჩატარებულ მკურნალობასთან დაკავშირებით საფუძველს მოკლებულია - რაღაც გაუგებარ სიაში ექიმების შეყვანა, დისკრედიტაციის მცდელობა

2023-01-13 19:50:14+04:00

ექსპრეზიდენტის ყოფილი მკურნალი ექიმი, გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან , აცხადებს რომ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების მხრიდან გაჟღერებული ბრალდებები სამხედრო ჰოსპიტალში 2021 წელს ჩატარებულ მკურნალობასთან დაკავშირებით აბსოლუტურად საფუძველს მოკლებულია. როგორც ნინო გოგორიშვილმა აღნიშნა, „სიაში ექიმების შეყვანასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები, ექიმების დისკრედიტაციის მცდელობაა“.