ლევან ხაბეიშვილის წარმომადგენლის განცხადებით, დღეიდან მათ ყველა ამომრჩეველსა და მხარდამჭერს შესაძლებლობა აქვს, ელექტრონულ პლატფორმაზე დარეგისტრირდეს - Palitra News

ლევან ხაბეიშვილის წარმომადგენლის განცხადებით, დღეიდან მათ ყველა ამომრჩეველსა და მხარდამჭერს შესაძლებლობა აქვს, ელექტრონულ პლატფორმაზე დარეგისტრირდეს

2023-01-13 19:43:48+04:00

ნაციონალურ მოძრაობაში შიდა არჩევენებისთვის მზადება დასკვნით ეტაპზე გადადის. პარტიის ოფიციალურ ვებგვერდზე ამომრჩეველთა რეგისტრაცია უკვე დაიწყო, რომელიც 26-ი იანვრის დილის 10 საათამდე გაგრძელდება. ხმის მიცემის უფლება ნებისმიერ პირს ექნება, იმ გამონაკლისით რომ ამომრჩეველი არ უნდა იყოს რომელიმე სხვა პარტიის აქტიური მხარდამჭერი. ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიაში იმედოვნებენ, რომ პროცესი ბოლომდე გამჭირვალე და ობიექტური იქნება. როგორია ვადები და როდის გამოცხადდება საბოლოო შედეგები.