2022 წლის მარტიდან დღემდე 1 ლარზე მეტად არის შემცირებული ფასები ყველა ტიპის საწვავზე. ამის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი საერთაშორისო ბაზარზე ფასების შემცირება და ეროვნული ვალუტის გამყარებაა. კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში ვარაუდობენ, რომ საავტომობილო საწვავზე ფასები კიდევ უფრო შემცირდება.
რაც შეეხება საწვავის ფასების კუთხით ბაზრის მოკვლევას, მისი შედეგები თებერვალში გახდება ცნობილი, თუმცა როგორც ირაკლი ლექვინაძე ამბობს, მოკვლევის დაწყების შემდეგ, საწვავის რეალიზატორებს შორის კონკურენცია გაიზარდა. გარდა ამისა, თუ მოკვლევის დაწყებამდე მცირე და მსხვილ ქსელებში ყველაზე იაფფასიანი საწვავი საკმაოდ დიდი ფასთა სხვაობით იყო წარმოდგენილი, 80 თეთრიანი სხვაობაც კი ფიქსირდებოდა, დღეს მათ შორის ეს ფასთა სხვაობა შემცირებულია. მსოფლიოს მასშტაბით საწვავის ფასები მკვეთრად განსხვავდება.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი გასამართი სადგურების მონიტორინგის დაწყებას გეგმავდა, ამის შესახებ დაახლოებით 3 თვის წინ გახდა ცნობილი. კერძოდ, საუბარი იყო საწვავის ხარისხისა და სტანდარტების მონიტორინგზე.
დაწყებულია თუ არა აღნიშნული მონიტორინგი, რა ტენდენცია გამოიკვეთა და როგორია შედეგები? - თემაზე სასაუბროდ "ბიზნეს პალიტრას" სტუმარია ნავთობიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვახტანგ იობაშვილი