სკანდალი ინდურ ფარმაციაში, გარდაცვლილი ბავშვები და ინდური წამლების იმპორტი საქართველოში. ამბავი შემდეგი მდგომარეობს. 2022 წლის ივლისი-ოქტომბრის შუალედშ, აფრიკაში, გამბიაში 70 ბავშვი დაიღუპა თირკმლის უკმარისობით. დეკემბერში თირკმლის პრობლემებითა და რესპირატორული დაავადებებით 18 ადამიანი გარდაიცვალა უზბეკეთში. ორივე შემთხვევაში, სახელმწიფოების ოფიციალური წარმომადგენლები მიზეზად ინდოეთში დამზადებულ ხველის სამკურნალო სიროფებს ასახელებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული ეკონომიკური გამოცემა The Economist-ი ავრცელებს.
უზბეკეთის შემთხვევაში, დამამზადებელ „მარიონ ბიოტექს“ საქმიანობა შეუჩერა „ფარმექსილმა“, მთავრობასთან დაკავშირებულმა ინდურმა სავაჭრო ჯგუფმა, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ფარმაცევტული ნაწარმის ექსპორტში. ფირმის ვებსაიტი ამჟამად გათიშულია. რაც შეეხება გამბიაში გამოყენებულ პრეპარატებს, მწარმოებელი ასევე ინდური „მაიდენ ფარმაა“, რომლის აღმასრულებელმაც ინდურ მედიას განუცხადა, რომ კომპანია შოკირებული და დამწუხრებული იყო გარდაცვალების შემთხვევებით.
ინდური ფარმაციისთვის სკანდალი ახალი არაა. 2022 წელს აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ 4 მსხვილი ინდური იმპორტიორი კომპანია გააფრთხილა.
შემოდის თუ არა საქართველოში ინდური მედიკამენტები და აკონტროლებს თუ არა სახელმწიფო მათ ხარისხს? - ამგვარი ინციდენტები აჩენს კითხვებს და საფრთხეებს საქართველოს მოსახლეობისთვისაც. 2022 წლის თერთმეტ თვეში ქვეყანაში 21 მლნ დოლარის ღირებულების პროდუქცია შემოვიდა სწორედ ინდოეთიდან.
მოწმდება თუ არა წამლების რეალური ქიმიურ შემადგენლობა და არსებობს თუ არა საქართველოში შესაბამისი ლაბორატორია, რომელიც უშუალოდ ამ საკითხზე და გამოკვლევაზე იქნება ორიენტირებული - თემაზე სასაუბროდ "ბიზნეს პალიტრას" სტუმარია ჯანდაცვის ექსპერტი ვატო სურგულაძე