2022 წლის დეკემბერში საქართველომ უცხოეთში ექსპორტზე რეკორდული მოცულობის, თითქმის 556 მლნ დოლარის ღირებულების საქონელი გაიტანა. ეს წინა წელთან შედარებით 136 მილიონი დოლარით მეტია. მთლიანად 2022 წლის განმავლობაში საქართველოს ექსპორტმა ხუთი მილიარდ 590 მლნ დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით დაახლოებით 32%-ით მეტია.
რაც შეეხება იმპორტს, მისი ზომა დეკემბერში მილიარდ 370 მლნ დოლარს შეადგენდა. ჯამში, 2022 წელს საქართველოს იმპორტი 13 მლრდ 450 მლნ დოლარი იყო.