ძლიერ ქარს ლანჩხუთში ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა - Palitra News

ძლიერ ქარს ლანჩხუთში ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

2023-01-13 10:38:34+04:00

ძლიერ ქარს ლანჩხუთში ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც “პალიტრანიუსს" ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა განუცხადა, შემთხვევა სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალზე მოხდა.

მისივე ინფორმაციით, ქარმა ხე მოგლიჯა და მიმავალ ავტომობილს დაეცა, რის შედეგად მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.