პერუში, ანტისამთავრობო აქციები გრძელდება. 1 თვის განმავლობაში, პრეზიდენტ დინა ბოლუარტეს მთავრობის წინააღმდეგ პროტესტს 48 ადამიანი ემსხვერპლა.ინფორმაციისთვის, საპროტესტო აქციები დეკემბერში დაიწყო, როდესაც პერუს პრეზიდენტმა, პედრო კასტილიომ ქვეყნის კონგრესის დაშლის ბრძანება გასცა, ქვეყანა კონსტიტუციურ კრიზისამდე მიიყვანა და ამის საპასახოდ პერუს კონგრესმა მისი იმპიჩმენტის პროცესი ჩაატარა, კასტილიო გადაყენებულად გამოაცხადეს.