ვოლოდიმირ ზელენსკი სოლედარში მებრძოლ ჯარისკაცებს - ბიჭებო, მადლობას გიხდით - მადლობა ყველას, ვინც უკრაინისთვის იბრძვის - Palitra News

ვოლოდიმირ ზელენსკი სოლედარში მებრძოლ ჯარისკაცებს - ბიჭებო, მადლობას გიხდით - მადლობა ყველას, ვინც უკრაინისთვის იბრძვის

2023-01-13 09:08:39+04:00

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ იმ ორ ბრიგადაზე ისაუბრა, რომლის მებრძოლები სოლედარში პოზიციებს იკავებენ და რუსებს მნიშვნელოვან დანაკარგებს აყენებენ.

„განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო 77-ე ცალკეული აერომობილური ბრიგადის მედესანტეები, რომლებიც სოლედარში 46-ე ცალკეული აერომობილური ბრიგადის ჯარისკაცებთან ერთად იკავებენ პოზიციებს და მნიშვნელოვან ზარალს აყენებენ მტერს, მადლობას გიხდით ბიჭებო,” - აღნიშნა ზელენსკიმ.

მან მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც უკრაინას ეხმარება და ვინც უკრაინისთვის იბრძვის.

„მადლობა ყველას, ვინც უკრაინას ეხმარება, მადლობა თითოეულს და ყველას, ვინც უკრაინისთვის იბრძვის“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, 12 იანვარს უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის სხდომაზე დეტალურად განიხილეს რა გადაწყვეტილებებია საჭირო და რა ნაბიჯები უნდა გადადგან სამხედრო მეთაურებმა უახლოეს დღეებში.