უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის მორიგ კრიტიკას ქართულ ოპოზიციურ სპექტრში ეხმაურებიან. პარტია ,,ლელოს" დეპუტატი სალომე სამადაშვლი მიიჩნევს, რომ უკრაინაში საქართველოს ხელისუფლების ქმედებები აღიქმება ისე, თითქოს საქართველოს პოზიცია უკრაინასთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციას აძლიერებს. მისივე თქმით, უკრაინა დახურულ კარს მიღმა, უშედეგოდ ცდილობს საქართველო ხელისუფლება დარწმუნოს იმაში, რომ ქართულმა მხარემ ვალდებულებები შეასრულოს და ომში მყოფ ქვეყანას სამხედრო აღჭრვილობით დაეხმაროს.